ავტოტრანსპორტის დაზღვევა

ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად საგრძნობლად გაიზარდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა. შესაბამისად, სულ უფრო აქტუალური ხდება ავტოტრანსპორტის დაზღვევა, რომელიც საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ თქვენს მფლობელობაში არსებული ავტოტრანსპორტის დაზიანების/განადგურების, ავტომობილის მართვისას მძღოლის ან მგზავრების დაზარალების და სხვისი ქონების განადგურების შედეგად წარმოქმნილი ფინანსური დანახარჯები.

ავტოკასკო
ავტომობილის ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში ზიანის თანხა განისაზღვრება დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი (შენაცვლებითი) ღირებულების ოდენობით, ხოლო სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკი განისაზღვრება ინდივიდუალურად.

დაზღვეული რისკები:
  • ავტომობილის დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 
  • ხანძარი, აფეთქება 
  • სხვადასხვა საგნების დაცემა 
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა 
  • ვანდალიზმი

ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ფარავს იმ ხარჯებს, რაც უკავშირდება დაზღვეული ავტომანქანის მიერ მესამე პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკი განისაზღვრება ინდივიდუალურად.
 
მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა
მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა გულისხმობს კომპენსაციას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზღვეულ ავტომაქანაში მყოფი მძღოლისა და მგზავრების სხეულის დაზიანების ან გარდაცვალებისას.

 

დაგვიკავშირდით

აირჩიეთ პროდუქტი:
სახელი, გვარი:
თქვენი ელ.ფოსტა:
საკონტაქტო ტელეფონი:
ორგანიზაცია:
თქვენი კომენტარი:
დამცავი კოდი: Code
 
დაგვიკავშირდით
Copyright © 2009 - 2017 IC Group. All Rights Reserved. Developed by Neomedia