მნიშვნელოვანი თარიღები

 

  • 2005 წლის ნოემბერი - სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფი" შეზღუდული პასუხისმგებლობის იურიდიული პირის სტატუსით დაარსდა. 
  • 2005 წლის ნოემბერი - "აი სი ჯგუფი" ხდება საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი. 
  • 2006 წლის აპრილი – გაიხსნა "აი სი ჯგუფის" შვილობილი კომპანია შპს "აი სი ასისტანსი", რომელმაც მომხმარებელს 24 საათიანი სატელეფონო-საინფორმაციო სერვისი შესთავაზა.
  • 2007 წლის თებერვალი – "აი სი ჯგუფმა" მიიღო სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია. 
  • 2008 წლის მაისი – "აი სი ჯგუფი" ჩაერთო მოსახლეობის სოციალური სამედიცინო დაზღვევის პროგრამასა და საჯარო სკოლების პედაგოგთა დაზღვევის პროექტში. 
  • 2008 წლის იანვარი – გაიხსნა პირველი რეგიონალური წარმომადგენლობა ქალაქ ქუთაისში. 
  • 2009 წლის იანვარი – "აი სი ჯგუფმა" გაიმარჯვა მერიის მიერ სოციალური პროგრამის ფარგლებში გამართულ ჯანმრთელობის დაზღვევის ტენდერში. პროგრამით დაეზღვა 
    7 000 –მდე ბენეფიციარი. 
  • 2009 წლის მაისი – "აი სი ჯგუფმა" შეიძინა სადაზღვევო კომპანია "სახალხო დაზღვევის" აქციების 100%-იანი წილი. 
  • 2010-2012 წლებში "აი სი ჯგუფი" აქტიურად აშენებდა საავადმყოფოებს 7 რეგიონში: ონი, ამბროლაური, მესტია, დმანისი, რაჭა-ლეჩხუმი, ხაშური, ბოლნისი.
  • 2012 წელს "აი სი ჯგუფმა" ბელორუსიის წამყვან სადაზღვევო კომპანია ბელგოსტრახთან ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ბელორუსიის რესპუბლიკაში მიმავალ ქართველ ტურისტებს კომპანია ექსლუზიურად დააზღვევს.
  • 2013 წლის მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის" იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც ხელი მოეწერა ,,აი სი ჯგუფსა" და ,,ელსას" შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
  • 2014 წლის თებერვალში ”აი სი ჯგუფმა” ბაზარზე ახალი ინოვაციური პროდუქტი შემოიტანა, რომელიც საზღვარგარეთ, კერძოდ ევროპის ყველაზე მაღალკვალიფიციურ კლინიკებში მკურნალობის სრულ პაკეტს ითვალისწინებს. 
  • 2014 წლის სექტემბრიდან "აი სი ჯგუფი" ოთხ სხვა წამყვან სადაზღვევო კომპანიასთან ერთად  ჩაერთო სუბსიდირებულ აგრო დაზღვევის პროგრამაში.
  • 2014 წლის 22 ოქტომბერს სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფსა" და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალს" შორის გაფორმდა აგრო დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
  • 2015 წელს კომპანია "აი სი ჯგუფი" გახდა 10 წლის.
  • 2016 წელს სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფსა" და "საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმს"(ნიდერლანდები) შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც სადაზღვევო კომპანიაში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს.

 

 

დაგვიკავშირდით

აირჩიეთ პროდუქტი:
სახელი, გვარი:
თქვენი ელ.ფოსტა:
საკონტაქტო ტელეფონი:
ორგანიზაცია:
თქვენი კომენტარი:
დამცავი კოდი: Code
 
დაგვიკავშირდით
Copyright © 2009 - 2017 IC Group. All Rights Reserved. Developed by Neomedia