ვალდებულებათა შესრულების დაზღვევა

თუ დაგეგმილი გაქვთ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღება ან გჭირდებათ ვალდებულებათა დაზღვევა კერძო კომპანიების წინაშე, სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი გთავაზობთ განახლებულ პირობებს საბანკო გარანტიებზე.

რა არის საბანკო გარანტია?

სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი გასცემს შემდეგი ტიპის საბანკო გარანტიებს:

  • სატენდერო/სააუქციონო გარანტია - გამოიყენება მაშინ, როდესაც კომპანია (პრინციპალი) გეგმას სახელმწიფო ან კერძო ტენდერში მონაწილეობის მიღებას.
  • ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია - გამოიყენება მაშინ, როდესაც კომპანიას მოგებული აქვს ტენდერი და საჭიროა ხელშეკრულების გაფორმება ბენეფიციართან ან უკვე არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებათა დაზღვევა.
  • საავანსო საბანკო გარანტია - გამოიყენება მაშინ როდესაც კომპანიას სურს წინასწარ, ავანსის სახით მიიღოს თანხა შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
რატომ აი სი ჯგუფი?

10 000 ლარამდე სატენდერო გარანტიები სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფში გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე, ასევე მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლოა სხვა ტიპის გარანტიის განხილვაც.

აი სი ჯგუფში საბანკო გარანტიების თითოეული მომხმარებლისათვის არსებობს ინდივიდუალური მიდგომა, რაც აჩქარებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და მაქსიმალურად ამარტივებს კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ : +995 (32) 220 33 33

 

დაგვიკავშირდით

აირჩიეთ პროდუქტი:
სახელი, გვარი:
თქვენი ელ.ფოსტა:
საკონტაქტო ტელეფონი:
ორგანიზაცია:
თქვენი კომენტარი:
დამცავი კოდი: Code
 
დაგვიკავშირდით
Copyright © 2009 - 2018 IC Group. All Rights Reserved. Developed by Neomedia