სადაზღვევო ლექსიკონი

დაზღვევა - ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას.

მზღვეველი - შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია.

დამზღვევი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანიასთან და რომელიც არის პასუხისმგებელი პრემიის გადახდაზე.

დაზღვეული - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა.

მოსარგებლე - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას.

სადაზღვევო თანხა - სადაზღვევო პოლისში მითითებული თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც დადგენილია მოსარგებლისათვის სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა და რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დაზღვევის ობიექტის რეალურ საბაზრო ღირებულებას. 

სადაზღვევო პერიოდი - დაზღვევის მოქმედების პერიოდი, რომელიც მითითებულია სადაზღვევო პოლისში.

სადაზღვევო პრემია -  სადაზღვევო პოლისში მითითებული დამზღვევის მიერ ერთჯერადად ან მზღვეველთან შეთანხმებული გრაფიკით ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადასახდელი დაზღვევის საფასური სადაზღვევო დაფარვის უზრუნველყოფისათვის.

სადაზღვევო რისკი - მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა.

სადაზღვევო შემთხვევა - მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას.

ფრანშიზა - სადაზღვევო პოლისში მითითებული არანაზღაურებადი მინიმუმი, პროცენტულად ან ფიქსირებული თანხით განსაზღვრული, რომელსაც არ აანაზღაურებს მზღვეველი.  ფრანშიზა გამოიქვითება ყოველი ანაზღაურების გაცემისას და ვრცელდება ყოველ რისკზე დაზღვევის პოლისში მითითებული ერთი და იმავე ან განსხვავებული ოდენობით.

 

დაგვიკავშირდით

აირჩიეთ პროდუქტი:
სახელი, გვარი:
თქვენი ელ.ფოსტა:
საკონტაქტო ტელეფონი:
ორგანიზაცია:
თქვენი კომენტარი:
დამცავი კოდი: Code
 
დაგვიკავშირდით
Copyright © 2009 - 2017 IC Group. All Rights Reserved. Developed by Neomedia