სიახლეები

10.05.16
ინტერვიუ ,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის" გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი შენგელიასთან:

დააზღვიე დღეს, გადაიხადე ხვალ

1. ცნობილია, რომ „აი სი ჯგუფი“ აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ აგროდაზღვევის პროგრამაში. საინტერესოა, როგორია წინა წლის სტატისტიკა - რაოდენობის ზარალია ანაზღაურა კომპანიამ?

მოგეხსენებათ, რომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინიცირებით ამოქმედდა სუბსიდირებული აგრო დაზღვევის პროგრამა. აი სი ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ პროგრამაში და 2015 წლის მონაცემებით მოზიდული პრემიის მიხედვით მთლიანი ბაზრის 26,2%-ს ფლობდა. ამინდობრივ-კლიმატური პირობების შედეგად გაზაფხული-ზაფხულის სეზონი საკმაოდ რთული აღმოჩნდა მთლიანი საქართველოსთვის. რასაკვირველია, აი სი ჯგუფის მიერ დაზღვეულ ბენეფიციარებსაც მნიშვნელოვანი ზარალი მიადგათ, რისი ანაზღაურებაც კომპანიის მიერ, დადგენილების შესაბამისად მოხდა. ანაზღაურებული ზარალის მთლიანმა ოდენობამ მილიონ ლარს გადააჭარბა.

26.04.16
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინიცირებით 2016 წლის 20 აპრილიდან სუბსიდირებული აგროდაზღვევის პროგრამის ახალი ეტაპი ამოქმედდა. აი სი ჯგუფი კვლავ აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ პროგრამაში და მოსახლეობას გამარტივებულ და მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს.
25.04.16
2016 წლის 20 აპრილიდან სუბსიდირებული აგროდაზღვევის პროგრამის ახალი ეტაპი ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტოს ინიციატივით 2015 წლის 1 სექტემბრიდან ხორციელდება.
18.04.16
,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფმა“ მონაწილეობა მიიღო 11 აპრილს სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ აგროდაზღვევის საერთაშორისო კონფერენციაში. განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა რეგიონალური აგროდაზღვევის ბაზრის მიმოხილვა, აგროდაზღვევის პროგრამის განვითარების პრობლემები და გადაჭრის გზები, მასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები.
13.04.16
სს ,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების აგენტის პოზიციაზე (დრეობითი სამუშაო) 

სამუშაო გრაფიკი: სრული (ივნისი-აგვისტო)

ანაზღაურება: გამომუშავებით

მოქმედების არეალი:  საქართველოს რეგიონები

 

29.03.16
სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი აქტიურად იწყებს მზადებას სუბსიდირებული აგრო დაზღვევის პროგრამისათვის. ამჯერად კომპანიის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს ესტუმრნენ, ფერმერებს შეხვდნენ, მიაწოდეს მათ ინფორმაცია აგრო პროექტის და აი სი ჯგუფის მომსახურებების შესახებ.
25.03.16
აი სი ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო 24 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში
გამართულ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის რიგით მეხუთე
დასაქმების ფორუმში.
15.03.16
,,სადაზღვევო კომპანია აი სი  ჯგუფმა“ მონაწილეობა მიიღო 3 და 4 მარტს ქალაქ ბერლინში გამართულ ყოველწლიურ ფორუმში დასახელებით ,,2nd Annual European Compensation & Benefits Forum”.
1 2 3 4 5 [6] 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
 

დაგვიკავშირდით

აირჩიეთ პროდუქტი:
სახელი, გვარი:
თქვენი ელ.ფოსტა:
საკონტაქტო ტელეფონი:
ორგანიზაცია:
თქვენი კომენტარი:
დამცავი კოდი: Code
 
დაგვიკავშირდით
Copyright © 2009 - 2019 IC Group. All Rights Reserved. Developed by Neomedia