სიახლეები

06.01.12
5 იანვარს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის დაფინანსებით, საქართველოს პრეზიდენტმა ბოლნისის მრავალპროფილური საავადმყოფო გახსნა. 
12.12.11
სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფმა ქალაქ ხაშურის მრავალპროფილური საავადმყოფოს რეაბილიტაცია დაასრულა. 31 საწოლიანი საავადმყოფო გათვლილია ხაშურის მუნიციპალიტეტის 62 500 მოსახლეზე და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.
10.11.11
10 ნოემბერს აი სი ჯგუფს 6 წელი შეუსრულდა. კომპანია დაფუძნების დღიდან წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე და წლიდან წლამდე აქტიურად ვითარდება. დღევანდელი მდგომარეობით აი სი ჯგუფი საქართველოში მოქმედ ლიდერ სადაზღვევო კომპანიების ხუთეულში შედის. მისი სადაზღვევო პორტფელი დივერსიფიცირებულია როგორც სოცოცხლის, ასევე არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით და მთლიანი სადაზღვევო ბაზრის თითქმის 10%-ს შეადგენს.
12.10.11
მომდევნო ორი თვის განმავლობაში აი სი ჯგუფი ახალ შემცენებით-გასართობ გადაცემას, ჯეომეგზურს სპონსორობას გაუწევს. შოუ საშუალებას მისცემს მაყურებელს დაათვალიეროს ჩვენი ქვეყნის ულამაზესი ტერიტორიები და შეიტყოს ადგილობრივი კულტურის და  ტრადიციების შესახებ. 
05.10.11
კომპანიის ახალი სადაზღვევო პროდუქტის შეძენა სულ რაღაც 5 ლარად იქნება შესაძლებელი. პროდუქტი სტაციონარულ, ამბულატორიულ და პროფილაქტიკური მომსახურებების დაფინანსების გარდა მომხმარებელს ფასდაკლებების სისტემით მომსახურებასაც შესთავაზებს. 
17.06.11
სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფმა ქალაქ ამბროლაურის საავადმყოფოს მშენებლობა დაასრულა. 25 საწოლიანი ჰოსპიტალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფს. ცერემონიალი საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
24.05.11
აი სი ჯგუფი თბილისის სტუდენტური ფილმების მე-5  საერთაშორისო ფესტივალს პარტნიორი გახდა, რომლის ორგანიზატორი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტია. ფესტივალში  ოცამდე მსოფლიო კინოსკოლა მონაწილეობს.
06.05.11
სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფმა, მომხმარებელთან კიდევ უფრო დასაახლოვებლად facebook-ზე საკუთარი გვერდი გახსნა. სოციალურ ქსელში კომპანიის ინტეგრირება ხელს შეუწყობს სადაზღვევო ინდუსტრიის პოპულარიზაციას, საზოგადოების სწორ ორიენტირებას დაზღვევის საკითხებში და  რაც მთავარია  მოსახელობის გათვითცნობიერებას აღნიშნულ სფეროში.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 [15] 16 17
 

დაგვიკავშირდით

აირჩიეთ პროდუქტი:
სახელი, გვარი:
თქვენი ელ.ფოსტა:
საკონტაქტო ტელეფონი:
ორგანიზაცია:
თქვენი კომენტარი:
დამცავი კოდი: Code
 
დაგვიკავშირდით
Copyright © 2009 - 2019 IC Group. All Rights Reserved. Developed by Neomedia