სიახლეები

19.06.12
აი სი ჯგუფმა 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით,ხაშურისა და ბოლნისის მრავალპროფილურ  საავადმყოფოებში ბავშვთა უფასო გამოკვლევები განახორციელა. განახლებულ საავადმყოფოში სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით ყველა 6 წლამდე მოზარდს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ. 
19.06.12
   19 ივნისს, ვითიბი ბანკის სათავო ოფისში (ჭანტურიას 14), 12 : 00 სთ -ზე გაიმარა პრეს-კონფერენცია, რომელზეც ვითიბი ბანკის, კია მოტორსის, ჰიუნდაი ავტო საქართველოს და აისი ჯგუფის წარმომადგენლებმა მედიას წარუდგინეს ავტო სესხების საზაფხულო აქცია.

22.05.12
სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი CCIFG (Chamber of Commerce and Industry France - Georgia)-ს წევრი გახდა. CCIFG არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქმიანი ურთიერთობების გამყარება საქართველოსა და საფრანგეთს შორის. 
16.05.12
აი სი ჯგუფმა ბელარუსის წამყვან სადაზღვევო კომპანია ბელგოსტრახთან ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ბელარუსის რესპუბლიკაში მიმავალ ქართველ ტურისტებს კომპანია ექსლუზიურად დააზღვევს.
09.03.12
სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფმა და გუდაურის განვითარების ფონდმა სამთო სათხილამურო სპორტით გატაცებულ მოქალაქეებისთვის ინოვაციური პროდუქტი შეიმუშავა. პროექტის ფარგლებში გუდაურის ყველა დამსვენებელი, რომელიც ისარგებლებს სამთო სათხილამურო ტრასებით ავტომატურად დაეზღვევა სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფში.
07.03.12
აი სი ჯგუფის ავტოდაზღვევის აქცია გრძელდება მხოლოდ ქალბატონებისთვის! ყველა, ვინც 8-დან 31 მარტამდე დააზღვევს საკუთარ ავტომობილს საჩუქრად მიიღებს ისი პარის 100 ლარიან ვაუჩერს და დამატებით მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევის 10,000 აშშ დოლარიან ლიმიტს.

17.02.12
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის დაფინანსებით, საქართველოს პრეზიდენტმა ცაგერის და დმანისის მრავალპროფილური საავადმყოფოები გახსნა. აი სი ჯგუფის ულტრათანამედროვე საავადმყოფო, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და გათვლილია რეგიონს მოსახლეობის რაოდენობაზე. ორივე ჰოსპიტალში დასაქმებულია 180-მდე თანამშრომელი.

06.02.12
6-დან 29 თებერვლის ჩათვლით აი სი ჯგუფი ავტოდაზღვევის ახალ აქციას იწყებს! ყველა, ვინც დააზღვევს საკუთარ ავტომობილს აღნიშნულ პერიოდში საჩუქრად აი სი ჯგუფისგან მიიღებს 100 ლარიან ვაუჩერს თბილისის ცნობილ სავაჭრო, გასართობ და გამაჯანსაღებელ ცენტრებში.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 [14] 15 16 17
 

დაგვიკავშირდით

აირჩიეთ პროდუქტი:
სახელი, გვარი:
თქვენი ელ.ფოსტა:
საკონტაქტო ტელეფონი:
ორგანიზაცია:
თქვენი კომენტარი:
დამცავი კოდი: Code
 
დაგვიკავშირდით
Copyright © 2009 - 2019 IC Group. All Rights Reserved. Developed by Neomedia