აი სი ჯგუფის 12 წლის იუბილე

10 ნოემბერს სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფმა“  იუბილე დაზღვეულებთან ერთად აღნიშნა.
კომპანია სადაზღვევო ბაზარზე უკვე 12 წელია წარმატებით ოპერირებს და მომხმარებლებს  პრაქტიკულად ყველა სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს.

„აი სი ჯგუფის“ დაბადების დღეს ოფისში მისულ სტუმრებს არაფორმალური, სადღესასწაულო გარემო დახვდათ. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა დღესასწაულის მიზეზი არამხოლოდ კომპანიის იუბილე,  არამედ იმ თანამშრომლებისა და დაზღვეულებისათვის მადლობის გადახდა იყო, ვინც  განაპირობებს „აი სი ჯგუფის“ წარმატებულ მოღვაწეობას ბაზარზე.

„აი სი ჯგუფმა“ პერსონალური მადლობა საკუთარი პროდუქტების ერთ-ერთ პირველ და ერთგულ მომხმარებ
ლსაც გადაუხადა და სიმბოლურად დაასაჩუქრა.

კომპანიამ უყურადღებოდ არც პოტენციური მომხმარებლები დატოვა.
საიუბილეო ნოემბრის თვის განმავლობაში შეძენილ სადაზღვევო პროდუქტებზე:
ავტო დაზღვევა;
ქონების დაზღვევა;
პასუხისმგებლობის დაზღვევა;
სამოგზაურო დაზღვევა -  მომხმარებლები 12%-იანი ფასდაკლებით ისრგებლებენ.

აი სი ჯგუფი გეგმავს, რომ  საიუბილეო კამპანიას ყოველწლიური ხასიათი მიეცეს და მომავალისთვის კიდევ უფრო მეტ შეთავაზებას და საჩუქარს გპირდებათ.



11.11.17


 

დაგვიკავშირდით

აირჩიეთ პროდუქტი:
სახელი, გვარი:
თქვენი ელ.ფოსტა:
საკონტაქტო ტელეფონი:
ორგანიზაცია:
თქვენი კომენტარი:
დამცავი კოდი: Code
 
დაგვიკავშირდით
Copyright © 2009 - 2017 IC Group. All Rights Reserved. Developed by Neomedia