საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი აი სი ჯგუფში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს

2016 წლის 8 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ საზეიმოდ გამართულ ღონისზიებაზე სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფსა და საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმს შორის ხელი მოეწერა საინვესტიციო ხელშეკრულებას. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა - თენგიზ მეზურნიშვილმა და საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის დამფუძნებელმა და  დირექტორმა - ჯეიკობ ვესტერლაკენმა.

„საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი“ აერთიანებს უდიდეს ცოდნას სადაზღვევო და სოციალურ დაცვასთან კავშირში მყოფ ყველა სფეროზე. კონსორციუმი ამ წუთისათვის ჩართულია 8 ქვეყნის სხვადასხვა პროექტში და წარმოდგენილია ოფისებით 4 ქვეყანაში: „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი ნიდერლანდები“; „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი სლოვენია“;  „საერთაშორისო  სადაზღვევო კონსორციუმი უკრაინა“; „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი საქართველო“.

 კონსორციუმის ძირითად საქმიანობას საკონსულტაციო სფერო და ინვესტიციების განხორციელება წარმოადგენს - კომპანიებისა და ორგანიზაციების დახმარება სტრატეგიულ და რისკის მართვის გადაწვეტილებების მიღებაში, ამასთან ერთად, მათთვის გამოცდილების გაზიარება.

ხელშეკრულების პირობების თანახმად საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი აი სი ჯგუფის განვითარებაში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. ინვესტიცია სადაზღვევო კომპანიის ზრდისა და განვითარებისაკენ იქნება მიმართული, შესაბამისად ახლო მომავალში აი სი ჯგუფი  სადაზღვევო ბაზარზე განახლებული სახით გააგრძელებს ოპერირებას.

ჰოლანდიურ მხარეს კომპანიის წილის 49% გადაეცა, 51% კი კვლავ აი სი  ჯგუფის მფლობელობაში დარჩა.

8 ნოემბერს გამართულ შეხვედრზე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ როგორც აი სი ჯგუფისა და საერთაშორისო კონსორციუმის დირექტორები, ასევე სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - იოსებ გოგოლაშვილი და სადაზღვევო კომპანიების  ასოციაციის თავმჯდომარე - დევი ხეჩინაშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, სადაზღვევო კომპანიების , პარტნიორი კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებიც.  

09.11.16


 

დაგვიკავშირდით

აირჩიეთ პროდუქტი:
სახელი, გვარი:
თქვენი ელ.ფოსტა:
საკონტაქტო ტელეფონი:
ორგანიზაცია:
თქვენი კომენტარი:
დამცავი კოდი: Code
 
დაგვიკავშირდით
Copyright © 2009 - 2017 IC Group. All Rights Reserved. Developed by Neomedia