აგროდაზღვევის პროგრამის ახალი ეტაპი

2016 წლის 20 აპრილიდან სუბსიდირებული აგროდაზღვევის პროგრამის ახალი ეტაპი ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტოს ინიციატივით 2015 წლის 1 სექტემბრიდან ხორციელდება.

დაზღვევით იფარება შემდეგი სასოფლო სამეურნეო კულტურები: მარცვლეული, პარკოსანი, ბაღჩეული, ვაზი, ხეხილი, კენკროვანი, კაკლოვანი, სუბტროპიკული, ციტრუსები.

აღნიშნული პროგრამით  ხდება როგორც მცირე, ისე საშუალო ზომის საფერმერო ბიზნესის დაზღვევის სუბსიდერება, პრემიის 50- 80% ოდენობით.

პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევად მიიღება მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებზეც წარდგენილია საკადასტრო კოდი, აზომვითი ნახაზი ან GPS კოორდინატები.

დაზღვევის პროგრამის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება მოსავლისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია ისეთი ბუნებრივი მოვლენებისგან, როგორიცაა: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.

ამ ეტაპისთვის დაზღვევის განხორციელების პროექტის ბიუჯეტი10 მილიონი ლარია. 

25.04.16


 

დაგვიკავშირდით

აირჩიეთ პროდუქტი:
სახელი, გვარი:
თქვენი ელ.ფოსტა:
საკონტაქტო ტელეფონი:
ორგანიზაცია:
თქვენი კომენტარი:
დამცავი კოდი: Code
 
დაგვიკავშირდით
Copyright © 2009 - 2017 IC Group. All Rights Reserved. Developed by Neomedia