აი სი ჯგუფის ახალი პროდუქტი „ავტომობილის დაზღვევა + ვიდეო რეგისტრატორი“


სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი მომხმარებელს უნიკალურ სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს: ყველა მომხმარებელს ვინც აი სი ჯგუფში შეიძენს ავტომობილის დაზღვევას კომპანია სრულიად უფასოდ დროებით სარგებლობაში გადასცემს ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორს. აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტი პირველია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე და გააჩნია უამრავი უპირატესობა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე სადაზღვევო კომპანიისთვის.


ვიდეო რეგისტრატორი

სპეციალური ვიდეოკამერა მონტაჟდება ავტომობილის საქარე მინაზე ან უკანა ხედვის სარკეზე. კამერა ავტომობილის მოძრაობის დროს იწერს ყველაფერს, რაც კი ხდება მგზავრობის პერიოდში დაინახავს მიკრო ჩიპზე. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას შესაძლებელია კამერის ვიდეო ჩანაწერის ამოღება და მისი გამოყენება შემთხვევის გასაანალიზებლად, რაც ძალიან ამარტივებს სადაზღვევო კომპანიისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ხოლო დაზღვეულისათვის ანაზღაურების პროცედურას. ერთ-ერთ დამატებით უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ავტომობილში დამონტაჟებული კამერა რევერსული მოძრაობის დროს, ავტომატურად გადადის უკანა ხედის ვიდეო ჩვენებაზე, რითაც მძღოლს მნიშვნელოვნად უადვილებს პარკირებას.


ავტომობილის დაზღვევა

ავტოდაზღვევის აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ავტო მესაკუთრეს, რომელსაც გააჩნია ავტომობილის მართვის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება. ავტომობილის ღირებულება არ უნდა იყოს 4000 აშშ დოლარზე ნაკლები. სადაზღვევო პარამეტრები და ტარიფები კომპანაიში არსებული ავტოდაზღვევის ტარიფებისგან არ განსხვავდება.


ვიდეო რეგისტრატორის მონტაჟი და კონფიდენციალურობა

კამერის მონტაჟს სერთიფიცირებული სპეციალისტი აი სი ჯგუფის სათაო ოფისშივე ახორციელებს. მონტაჟის პროცედურა ძალიან მარტივია და პროცედურა ჯამში 1 საათამდე მიმდინარეობს.
ვიდეო რეგისტრატორის მიერ გაკეთებული ჩანაწერები არის კონფიდენციალური და მას ინახავს მხოლოდ რეგისტრატორში დამონტაჟებული ჩიპი. სადაზღვევო პერიოდში ჩიპის ერთადერთ მფლობელს დაზღვეული წარმოადგენს და მხოლოდ საკუთარი ნებით შეუძლია ის გადასცეს მესამე მხარეს ან გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის. 


 

 

 

 

25.03.13


კალკულატორი
 

დაგვიკავშირდით

აირჩიეთ პროდუქტი:
სახელი, გვარი:
თქვენი ელ.ფოსტა:
საკონტაქტო ტელეფონი:
ორგანიზაცია:
თქვენი კომენტარი:
დამცავი კოდი: Code
 
დაგვიკავშირდით
Copyright © 2009 - 2014 IC Group. All Rights Reserved. Developed by Neomedia