ქონების დაზღვევა

რა არის ქონების დაზღვევა?
ქონება ყველა ჩვენთაგანისთვის არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რისი დაცვა და შენარჩუნებაც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქალაქიდან გადიხართ? გვიანობამდე სახლში ვერ ახერხებთ მისვლას? თქვენი ბინა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს. ქონების დაზღვევა არის ჭკვიანური, მოხერხებული გზა იმისათვის, რომ აიცილოთ თავიდან ზედმეტი საფიქრალი, ფინანსური დანაკარგები და დაიცვათ თქვენი კუთვნილება გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი რისკებისაგან.

რა ტიპის ქონება შეიძლება დავაზღვიოთ?
  • ბინა
  • სახლი
  • აგარაკი
  • მათში განთავსებული შიგთავსი
რა რისკებისგან გიცავთ ქონების დაზღვევა?
  • სრული ზარალი, მიწისძვრა
  • ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა
  • სტიქიური უბედურებები
  • სატრანსპორტო საშუალების შეჯახება
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
  • მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება
  • საკანალიზაციო/გათბობის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად ქონების დაზიანება.
  • მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა.
რისგან შეგიძლიათ დამატებით დაეზღვეთ?
უშუალოდ ქონების დაზღვევასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც დაფარავს ზარალს, რომელიც მიადგა მესამე პირის ქონებას დაზღვეულის სახლში წარმოქმნილი:
  • ხანძრის
  • აფეთქების
  • ან წყლის მილების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად.
     
რატომ აი სი ჯგუფის ქონების დაზღვევა?

კომფორტისა და წყნარი ატმოსფეროს შესაქმნელად აი სი ჯგუფი გთავაზობთ ისეთ ბენეფიტებს, როგორიცაა:
  • დაბალი ფასები
  • განვადება პრემიის გადახდისას
  • დამატებითი სერვისების შეძენის შესაძლებლობა
  • სადაზღვევო აგენტის ადგილზე მომსახურება
რა არის საჭირო ქონების დაზღვევის შესაძენად?
  • თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • აი სი ჯგუფის სადაზღვევი აგენტის მიერ თქვენი დასაზღვევი ქონების დათვალიერება.
დაგვიკავშირდით
220 88 87
 

დაგვიკავშირდით

აირჩიეთ პროდუქტი:
სახელი, გვარი:
თქვენი ელ.ფოსტა:
საკონტაქტო ტელეფონი:
ორგანიზაცია:
თქვენი კომენტარი:
დამცავი კოდი: Code
 
დაგვიკავშირდით
Copyright © 2009 - 2017 IC Group. All Rights Reserved. Developed by Neomedia