ტვირთების დაზღვევა

ტვირთის ტრანსპორტირება ყოველთვის დაკავშირებულია გადაზიდული ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების რისკთან. დაზღვევა გადაზიდვის პროცესის შეუზღუდავად წარმართვისა და შესაძლო ზარალის მინიმუმამდე შემცირების ყველაზე მოსახერხებელი და უსაფრთხო საშუალებაა. აი სი ჯგუფი გვთავაზობთ ტვირთის დაზღვევას მსოფლიოს მთელ ტერიტორიაზე, ლლოიდის მზღვეველთა ინსტიტუტის პირობების შესაბამისად.  

ტვირთების დაზღვევა ფარავს დაზღვეული ობიექტის დანაკარგის ან დაზიანების ყველა რისკს. საჭიროების შემთხვევაში სადაზღვევო დაფარვამ დამატებით შეიძლება მოიცვას:
  • ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას დაზიანებისა და განადგურების რისკები.
  • გადაზიდვის პროცესში შუალედურ საწყობებში ტვირთის შენახვის რისკები.
  • ზარალი, ხარჯები და შენატანები საერთო ავარიასთან დაკავშირებით (ტვირთების საზღვაო გადაზიდვისას).
  • ტვირთის გადასარჩენად, ზარალის შესამცირებლად და მისი მოცულობის დასადგენად გაწეული ყველა საჭირო და მიზანშეწონილი ხარჯი.
  • საომარი რისკებისაგან დაზღვევა.
  • განსაკუთრებულ ტემპერატურულ რეჟიმში ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა.
ჩვენ მოქნილი ტარიფები გვაქვს და პრეტენზიებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში ვაგვარებთ.

გადამზიდველის / ექსპედიტორის პასუხისმგებლობის დაზღვევა

საერთაშორისო კანონმდებლობა გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს ტვირთის ექსპედიტორების/გადამზიდველების წინაშე. ამ მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა შესაძლოა გადამზიდველის იურიდიული პასუხისმგებლობის დადგომის მიზეზი გახდეს. ზარალი ამ დროს, როგორც წესი, გაუთვალისწინებადია და მას თან ერთვის მრავალი ფინანსური თუ სხვა დანახარჯი. გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა წარმოადგენს საერთაშორისო კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და შესაძლო ზარალისგან დაცვის საუკეთესო საშუალებას.

აი სი ჯგუფის სადაზღვევო პროგრამა ყველა შესაბამისი სტანდარტის გათვალისწინებით არის შედგენილი.


 

დაგვიკავშირდით

აირჩიეთ პროდუქტი:
სახელი, გვარი:
თქვენი ელ.ფოსტა:
საკონტაქტო ტელეფონი:
ორგანიზაცია:
თქვენი კომენტარი:
დამცავი კოდი: Code
 
დაგვიკავშირდით
Copyright © 2009 - 2017 IC Group. All Rights Reserved. Developed by Neomedia