სამოგზაურო დაზღვევა

  დააზღვიეთ თქვენი სამოგზაურო თავგადასავალი!

შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ და პოლისს კურიერი სახლში მოგიტანთ.

ყოველი ჩვენგანისათვის უცხოეთში მოგზაურობა სიამოვნებასა და დადებით ემოციებთანაა დაკავშირებული, მაგრამ გამგზავრებისას არავინ ფიქრობს იმაზე, რომ მოგზაურობის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელმა გაუარესებამ ან ბარგის დაკარგვამ შეიძლება უარყოფითი ემოციები შესძინოს დაგეგმილ სიამოვნებას. მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გამოსავალი არის სამოგზაურო დაზღვევა.

რას გთავაზობთ აი სი ჯგუფის სამოგზაურო დაზღვევა?
აი სი ჯგუფის სამოგზაურო დაზღვევა მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე.  თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ერთჯერადი, აგრეთვე მრავალჯერადი სამოგზაურო პოლისი.

ერთჯერადი პოლისი - საუკეთესო არჩევანია მაშინ, როდესაც კონკრეტული ვადით გიწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება და თქვენს მოგზაურობას არ აქვს რეგულარული ხასიათი. შეიძინეთ ერთჯერადი პოლისი იმ ვადით, რა ვადითაც აპირებთ ქვეყნის დატოვებას.

მრავალჯერადი სამოგზაურო პოლისი (მულტიპოლისი) - თავიდან აგაცილებთ ზედმეტ პროცედურებს და საშუალებას მოგცემთ მთელი წლის განმავლობაში ისარგებლოთ ერთი პოლისით.

ბარგის დაზღვევა - დამატებით თქვენ შეძლებთ დააზღვიოთ ბარგი და მისი დაკარგვის შემთხვევაში მიიღოთ ანაზღაურება.

სადაზღვევო დაფარვა  ლიმიტი 30 000 ევროდან 
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება  V
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება  V
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება  V
გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მომსახურება  V
სასწრაფო დახმარების ბრიგადის მომსახურება  V
დაზღვეულის რეპატრიაცია  V
დამატებითი სერვისი  
ბარგის დაკარგვა  V

რა ღირს სამოგზაურო დაზღვევის პოლისი?

სამოგზაურო პოლისის ფასი დამოკიდებულია დამზღვევის ასაკზე, პოლისის ხანგრძლივობასა და არჩეულ ქვეყნებზე. პოლისის ფასის გასაგებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.

რით არის გამორჩეული აი სი ჯგუფის დაზღვევა?
  • გამარტივებული პირობები
  • დაზღვევის დაჩქარებული პროცედურა
  • დაბალი ტარიფები
რა არის საჭირო სამოგზაურო დაზღვევის შესაძენად?

პოლისის შესაძენად თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი.

სად შეგიძლიათ შეიძინოთ აი სი ჯგუფის სამოგზაურო დაზღვევა?

სამოგზაურო დაზღვევის პოლისი შეგიძლიათ შეიძინოთ აი სი ჯგუფის ცენტრალურ ოფისში: მოსაშვილის ქ. 24/ ფალიაშვილის ქ.83 ან პარტნიორ ტურისტულ კომპანიებში.

აი სი ჯგუფი გისურვებთ მშვიდ და უსაფრთხო მოგზაურობას!!!


 

დაგვიკავშირდით

აირჩიეთ პროდუქტი:
სახელი, გვარი:
თქვენი ელ.ფოსტა:
საკონტაქტო ტელეფონი:
ორგანიზაცია:
თქვენი კომენტარი:
დამცავი კოდი: Code
 
დაგვიკავშირდით
Copyright © 2009 - 2017 IC Group. All Rights Reserved. Developed by Neomedia