ქონების დაზღვევა

სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი გთავაზობთ როგორც კომერციული, ასევე პირადი ქონების დაზღვევას.

დაზღვეული რისკები:

  • ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, თვითმფრინავის ან მისი ნაწილების ჩამოვარდნა;
  • სტიქიური უბედურებები, მათ შორის მიწისძვრა;
  • წყლით დაზიანება;
  • სატრანსპორტო საშუალების შეჯახება;
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი, მესამე პირების მიერ ქონების განზრახ დაზიანება;
  • მინების დაზიანება.
დაფარვა შესაძლოა მოიცავდეს ყველა აღნიშნულ რისკს ან მათ ნებისმიერ კომბინაციას.

მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლისგან დაზღვევა

ამ ტიპის დაზღვევა ფარავს მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის რისკს ისეთი გარეგანი თუ შინაგანი მიზეზით, როგორიცაა: აფეთქება, მოკლე ჩართვა, მასალების, წარმოებისა და მონტაჟის დეფექტები და სხვ. 

საქმიანობის დროებითი შეჩერებისაგან დაზღვევა

საწარმოო ქონებისა და მანქანა-დანადგარების დაზიანება შესაძლოა გახდეს წარმოების დროებითი შეჩერების მიზეზი, რასაც შედეგად მოჰყვება შემოსავლის დაკარგვა და დამატებითი ხარჯების გაღების აუცილებლობა. საქმიანობის დროებითი შეჩერებისგან დაზღვევა წარმოადგენს ქონებისა და მანქანა-დანადგარების დაზღვევის დამატებით დაფარვას, რომელიც იცავს დაზღვეულის ფინანსურ ინტერესებს აღნიშნული საფრთხის დადგომის შემთხვევაში.

პირადი ქონების დაზღვევა კერძო პირებისათვის

ჩვენ ვაზღვევთ სახლებს, ბინებს, აგარაკებს და მათ შიგთავსს, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი და მოპირკეთების ელემენტები, ინტერიერის კომპონენტები, ასევე ცალკეულ ნაგებობებსა და ლანდშაფტის ელემენტებს. სპეციალური სადაზღვევო პროგრამა გთავაზობთ დაფარვას შვებულების ან სამსახურებრივი მივლინების პერიოდში.

აღნიშნულ დაფარვასთან ერთად შესაძლებელია ბინათმფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევაც.

სამშენებლო-სამონტაჟო რისკებისაგან დაზღვევა

მშენებლობა სარისკო პროცესია, ამიტომ სწორედ დაზღვევა, როგორც არასასურველი მოვლენების შედეგად ობიექტებისათვის მიყენებული ზარალის კომპენსაციის მეთოდი, გვევლინება რისკის მართვის ყველაზე ოპტიმალურ საშუალებად. “აი სი ჯგუფი” გთავაზობთ რისკებისაგან დაზღვევას სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციების საქმიანობის ყველა ეტაპზე - დაწყებული სამშენებლო მოედანზე მასალების განთავსებით, დამთავრებული შენობა-ნაგებობების ჩაბარების საგარანტიო ვალდებულებების პერიოდის დასრულებით.

სამშენებლო-სამონტაჟო რისკებისაგან დაზღვევის ხელშეკრულებასთან კომპლექსში შესაძლებელია მესამე პირთა წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაც.


 

დაგვიკავშირდით

აირჩიეთ პროდუქტი:
სახელი, გვარი:
თქვენი ელ.ფოსტა:
საკონტაქტო ტელეფონი:
ორგანიზაცია:
თქვენი კომენტარი:
დამცავი კოდი: Code
 
დაგვიკავშირდით
Copyright © 2009 - 2017 IC Group. All Rights Reserved. Developed by Neomedia